Pages

რესურსი „ საფრანგეთის რეგიონები“

                                                    რესურსი  „ საფრანგეთის რეგიონები“
 

      
                                  რესურსის ინსტრუქცია
რესურსი  „ საფრანგეთის რეგიონები“ არის პაზლები და სამაგიდო თამაშისთვის განკუთვნილი, როგორც ჯგუფებში, ასევე წყვილებში და ინდივიდუალურად, რეგიონები არის სხვადასხვა ფერის მუყაოსგან დამზადებული  და მისი რუკაზე აწყობის შემდეგ თითოეული რეგიონის ცენტრალური ქალაქი უნდა დამაგრდეს  შესაბამის რეგიონში, ქალაქები დროშის ფორმის ქაღალდზეა დაწერილი და ხის ჩხირებით ხდება მათი ჩამაგრება ასევე რუკაზე დატანილია „ ჯადოსნური კარი“  სადაც მოცემულია სწორი განლაგება ქალაქებისა და რეგიონების, რისი საშუალებითაც მოსწავლეს შეუძლია მისი ცოდნის გადამოწმება, ასევე რუკაზე მოცემულია საფრანგეთის საზღვრები როგორც სახელმწიფოები ასევე ოკეანე და ზღვა
 ამ რესურსის შექმნის მიზანია მოსწავლეს გაუადვილდეს  საფრანგეთის რეგიონალური რუკის წაკითხვა და დააკავშიროს მთავარი ქალაქები რეგიონებს განსაზღვროს მათი გეოგრაფიული მდებარეობა, დაისწავლოს ფრანგულ ენაზე ამ რეგიონებისა და ქალაქების სწორად გამოთქმა რათა მოახდინოს ცოდნის ტრანსფერი შესაბამის სიტუაციაში. ჩემს მიერ შექმნილი რესურსი სახალისო თამაშით უადვილებს მოსწავლეებს რუკის წაკითხვას









                                                            რეფლექსია
 რესურსი განკუთვნილია მეცხრე კლასელებისთვის ანუ  ფრანგული ენის სწავლების  მესამე საფეხურზე როდესაც სწავლობენ გეოგრაფიას მაგრამ ეს რესურსი შეიძლება გამოიყენებოდეს სწავლების დაწყებით საფეხურზეც  ასევე საბაზო საფეხურზე. კლასშიც  ჩემს მიერ შექმნილი რესურსი შეიძლება გამოვიყენოთ გეოგრაფიის გაკვეთილზე როდესაც ხდება ევროპის ქვეყნების შესწავლა რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი
 ეს რესურსი თანხვედრაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის კულტურულ რეალიებს.უცხ,ენ.საფ.III.21 ამოიცნობს გეოგრაფიულ მდებარეობას
ამ რესურსის შექმნით შევეცადე გამეადვილებინა მოსწავლეებისთვის რეგიონებისა და მათი ცენტრალური ქალაქების დასწავლა , სწორედ წაროთქმა და განლაგება



No comments:

Post a Comment