რესურსის ინსტრუქცია
სასწავლო
რესურსი შევქმენი . საპრეზენტაციოდ რისთვისაც
გამოვიყენე კომპიუტერულ პროგრამა , PowerPoint, Word-ი ,პროექტორი , ისტ- ის გამოყენება გაცილებით ეფექტურს ხდის სასწავლო პროცესს,
აადვილებს მასალების მოძიებას პრეზენტაციისთვის. რესურსი შეიქმნა მე 8 კლასელებისთვის.
რესურსი
შეიქმნა გაკვეთილისთვის თემაზე ლაფონტენისა და მისი იგავების პერსონაჟების ასევე
სულხან საბა ორბელიანის იგავების გმირებზე მორალის აქტუალურობაზე უცხო ენაში. აქედან გამომდინარე ხდება ინტერპრეტირების, ანალიზის
სინთეზის გზით მოსწავლეები ქმნიან ცოდნას
ასევე ეს რესურსი უადვილებს უკეთ გაიგონ ტექსტი , ეხმარება მოსწავლეს ტექსტის გააზრებაში , ხდება ლექსიკური მარაგის გამდიდრება , მოსწავლე
იძიებს ინტერნეტ-სივრცეში ინფორმაციას აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებით. ასევე უადვილებს პარალელის გავლებას უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსება განსხვავებას, ამოიცნოს ანდაზები და ფრაზეოლოგიზმების
მნიშვნელობას და იპოვოს მათი შესატყვისი მშობლიურ
ენაში.
აღნიშნული მასალა მოსწავლეებს ეხმარება ზეპირმეტყველების განვითარებაში ასწავლის კარგისა და ცუდის გარჩევას. ხოლო შემდეგ უნდა უპასუხონ რამდენიმე შეკითხვას.
დაასახელონ ცნობილი ფრანგი მეიგავე ,ჩამოთვალონ მისი იგავები, რას ხედავენ
სლაიდზე, აღწერონ პერსონაჟები . .რა არის ამ იგავის დედა აზრი? .რას გვასწავლის ეს იგავი? პარალელი
გაავლონ ქართულ ხატოვან გამონათქვამებთან და სხვა. მნიშვნელოვანია დავეხმაროთ და
საშუალება მივცეთ მოსწავლეებს იმეტყველონ ფრანგულ ენაზე. ყველაზე სრულყოფილი
პასუხი გამოდის სლაიდზე. მოსწავლეები აკეთებენ შესაბამის დასკვნას.
რეფლექსია
რესურსი შეიქმნა მერვე
კლასელებისთვის. იგი მრავალჯერადი
გამოყენებითია. რესურსი სრულ თანხმობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
მიზნებთან. განუვითარდეს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები. (მოსმენა, ლაპარაკი,
წერა , კითხვა ,კულტურათა დიალოგი)
რესურსი აკმაყოფილებს სტანდარტის
შემდეგ მიზნებს მიმართულება:
კულტურათა დიალოგი VIII. 31 . პარალელებს ავლებს უცხო
და მშობლიურ კულტურებს შორის და პოულობს
მსგავსება- განსხვავებას.
რადგან მოსწავლეები ვიზუალურ
მახასიათებლებს უფრო ადვილად იმახსოვრებენ
შევქმენი წარმოდგენილი რესურსი. ჩემს მიერ შექმნილი რესურსი შეიძლება გამოიყენოს
ქართული ენის მასწავლებელმა იგავების
შესწავლის დროს როგორც დაწყებით საფეხურზე
ასევე საბაზო საფეხურზე კერძოდ მე-5 კლასებში. სტანდ. შედეგი ქართ. დაწყ. ( II ) მე 5 კლასი დამატებით ინფორმაციის მოსაძიებლად მოსწავლე
იყენებს ელექტრონულ რესურსებს. მხატვრული
ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა. საკითხავი მასალა. ქართული და უცხოური იგავ - არაკები , დიდაქტიკური ხასიათის
თხზულებები. , სხვადასხვა ეპოქის ქართველ და უცხოელ კლასიკოსთა ნაწარმოებები
(ადაპტირებული და შემოკლებული ტექსტები). ასევე ინგლისურისა და რუსული
ენის ენის მასწავლებლებმა იგივე თემაზე შეიძლება გამოიყენონ აღნიშნული რესურსი.
აღნიშნული რესურსი ხელს უწყობს ყურადღების ,
საკომუნიკაციო უნარების, თანამშრომლობის , ლოგიკური აზროვნების დამოუკიდებელი
აზროვნების , წარმოსახვის უნარის განვითარებას. საგაკვეთილო პროცესი მეტად ხალისიანია, რადგან იმ ასაკობრივი ჯგუფისთვის , რომელშიც ვიყენებ
მას, სწავლების პროცესი ისტ-ის
ელემენტების გამოყენებით ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას. მოსწავლეთა ჩართულობა მაქსიმალურია, ყურადღება მობილიზებულია. ყოველივე ეს
მეტყველებს რესურსის უპირატესობაზე.
მე შევეცადე ასეთი ხერხით მეტად
ამემეტყველებინა მოსწავლეები ვინაიდან შეძენილი ცოდნის გამოყენება უჭირთ
სიმულაციური სიტუაციების გარეშე.
ვფიქრობ ანიმაციური ფილმების
გამოყენება ამ თემაზე უფრო ეფექტურს გახდიდა რესურსს.
რესურსის შექმნის პროცესში
გამოყენებული დამხმარე მასალა.
https://www.google.ge/search?q=სულხან-საბას+იგავ-არაკები&rlz=1C1GCEA_enGE786GE786&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjjqP-LtN_bAhXDx6
No comments:
Post a Comment