გარდაბნის მუნიციპალიტეტი
სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის
ფრანგული
ენის მასწავლებლის
ნინო
ბაღაშვილის
კვლევის
ანგარიში
2017-2018სასწ.წელი
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და მათი ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების კვლევა ფრანგულ ენაში მე
-8 კლასში
სარჩევი
შესავალი
თავი I
1.1 ინფორმაცია სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი.
1.2 საკვლევი საკითხის მიმოხილვა .
1.3 პრობლემის აქტუალობის დასაბუთება
თავი II
ლიტერატურის
მიმოხილვა
თავი III
3.1 საკვლევი
კითხვების ფორმულირება
3.2 კვლევის
მიზანი და ამოცანები
თავი IV
4.1 კვლევის
მეთოდების განხილვა
4.2 ჩარევის
(ინტერვენციის) დაგეგმვა
4.3
ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი
თავი V
5.1 პროექტის ვადები
5.2 მიზნებები, რეკომენდაციები
5.3 კვლევის ნაკლოვანებები
დასკვნა
ბიბლიოგრაფია
რეფლექსია
შესავალი
საჯარო
სკოლებში საბაზო საფეხურზე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლეთა ჩართულობისა და აკადემიური მოსწრების დაბალი დონე. აკადემიური მოსწრება განისაზღვრება როგორც
განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი შეფასებით,
როგორც მიმდინარე ასევე სემესტრული და წლიური ნიშნებით . განსაკუთრებული
სირთულეებით გამოირჩევა საბაზო საფეხური,
ამ პერიოდში ძირითადი გრამატიკული დრო შესწავლილი აქვთ მოსწავლეებს და ერთმანეთში
ერევათ ისინი, ასევე რთულდება შესასწავლი ლექსიკა. არსებული პრობლემების
იდენტიფიცირებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შემცირებისათვის გარდაბნის
მუნიციპალიტეტი სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის საბაზო საფეხურზე 2017-18 სასწავლო წელს
ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, ჩემი მიზანი იყო მოსწავლეთა ჩართულობისა
და აკადემიური მოსწრების ხარისხის გაზრდა
საგაკვეთილო პროცესში და ცოდნის დონის ამაღლება. კვლევაში მონაწილეობა
მიიღეს მე-8, „ა“ და „ბ“ კლასის მოსწავლეებმა ჯამში 23 მოსწავლე, ასევე ამ
მოსწავლეთა მშობლები ; 12 მშობელი და
კოლეგები : უცხო ენის კათედრის წევრები-4 ; ასევე სხვადასხვა საგნის მასწავლებლები
ვინც ამ კლასებს ასწავლის- 6 . კვლევის
დროს გამოვიყენე შემდეგი მეთოდები: საკვლევ კითხვებზე პასუხების
გასაცემად გამოვიყენე კვლევის როგორც თვისებრივი (ფოკუს-ჯგუფი, ფოკუსირებული და
შერჩევითი დაკვირვება), ისე რაოდენობრივი მეთოდები( დახურული და ღია ანკეტირება);
დავგეგმე ინტერვენციები: კითხვარების
შევსება ხუთი თვის განმავლობაში, თანაბარი სიძლიერის ჯგუფების
შექმნა, ჯგუფური მუშაობები
კვლევის
შედეგები: მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების
შეფასების საფუძველზე მივიღე შედეგი, მოხდა მოსწავლეთა დაინტერესება, ამაღლდა
მოსწავლეთა მოტივაცია, გაუმჯობესდა სწავლის შედეგები და გაიზარდა მოსწავლეთა
ჩართულობა სასწავლო პროცესში, მოსწავლეებისთვის დამატებითი რესურსები შევიტანე
სასწავლო პროცესის დროს აქტიურად ვიყენებდი ისტ-ს , რამაც გამოიწვია ყველაზე მეტად
მათი დაინტრესება.
დასკვნა: მიუხედავად
ამისა, მიმაჩნია, რომ საჭიროა კომპლექსური ცვლილებების განხორციელდეს
სახელმძღვანელოებთან მიმართებაში საჯარო სკოლებში სწავლება-სწავლის ხარისხის
გაუმჯობესების მიზნით, უნდა შეგვეძლოს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები გამოვუმუშაოთ
ახალგაზრდებს, რათა გახდნენ ისინი კონკურენტუნარიანები მსოფლიო გამოწვევების
წინაშე.
ნაშრომი შედგება
ექვსი თავისგან. I თავში მოცემულია ინფორმაცია სკოლის შესახებ,
სამიზნე ჯგუფი, საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები. II
თავში განხილულია ლიტერატურა გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის პრაქტიკის
შესახებ. III თავში განხილულია საკვლევი კითხვები. IV თავში კვლევის მეთოდებია
განხილული, ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა, ინტერვენციების შედეგები და მათი
ანალიზი. V თავი ეხება პრაქტიკული კვლევის
არსს და სკოლაში მის დანერგვას. VI თავი მოიცავს ინფორმაციას კვლევის
მეთოდოლოგიისა და პროექტის ვადებს. აღწერილია კვლევის ჯგუფის მიგნებები,
რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები. ანგარიშს თან ერთვის დასკვნა,
ბიბლიოგრაფია დანართი და კვლევის
რეფლექსია
თავი I
1.1 ინფორმაცია
სკოლის შესახებ, სამიზნე ჯგუფი
გამარჯვების
საჯარო სკოლაში სწავლობს 567 მოსწავლე და მუშაობს 49 მასწავლებელი მათგან 21 მასწავლებელი არის უფროსის სტატუსის
მატარებელი. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით და ინტერნეტით, ასევე
აქვს კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა და გარეთა ეზო, მუშაობს მანდატურის სამსახური,
სპეც მასწავლებელი და ექიმი. სკოლას აქვს
მოსწავლეთა სწავლებისთვის ყველა საჭირო რესურსი. კვლევის სამიზნე ჯგუფი სადაც განვახორციელე
კვლევა არის საბაზო საფეხური. კვლევა
განხორციელდა 23 მოსწავლეს შორის, კვლევაში
მოსწავლეებს შორის არ არის სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე, კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წელს
და გრძელდებოდა 5 თვე.
1.2 საკვლევი
საკითხის მიმოხილვა
რთულია
მოსწავლეთა დაინტერესება საბაზო საფეხურზე განსაკუთრებით მე-8 კლასიდან.
მოსწავლებს სხვა ინტერესები უჩნდებათ, ნაკლებად აინტერესებთ საგაკვეთილო პროცესი.
რაც წარმოშობს ახალ პრობლმებს. ეცემა სწავლის ხარისხი დაწყებით კლასებთან
შედარებით.
წინამდებარე
პრაქტიკული კვლევის მიზანია მოსწავლეთა
აკადემიური მოსწრების ხარისხის ამაღლება, ფრანგული ენის გაკვეთილზე, მოსწავლეთა
ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესების გზების ძიება და მოსწავლეთა აკადემიური
მოსწრების გაუმჯობესება.
1.3 პრობლემის
აქტუალობის დასაბუთება
გამარჯვების საჯარო სკოლაში ფრანგული ენა
ისწავლება როგორც მეორე უცხო ენა მეხუთე
კლასიდან. მოსწავლეები დაწყებით საფეხურზე აქტიურად არიან ჩართულნი
საგაკვეთილო პროცესში, აქტიურად ასრულებენ სხვადასხვა
აქტივობებს გაკვეთილზე, სურთ ბევრ აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა, არ
ეზარებათ საშინაო დავალების შესრულება. მათი მოტივაცია გრძელდებოდა მეხუთე- მეექვსე
კლასებშიც, მეხუთე კლასიდან სწავლობენ ფრანგულს როგორც მეორე უცხო ენა მეხუთე- მეექვსე კლასებში მოსწავლეები
გაცილებით მეტი ინტერესითა და მონდომებით სწავლობდნენ ფრანგულს , მეშვიდე კლასში
მათმა ინტერესმა იკლო უმნიშვნელდ და მკვეთრად არ აისახებოდა მათ აკადემიურ
მოსწრებაზე, ხოლო მე-8
კლასში პირველი სემესტრის შედეგებიდან ჩანს რომ აქტიური ჩართულობის ხარისხი
იკლებს, მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი პირველ სემესტრში იღებს 5-6 ქულას ხოლო
ნაწილი9-10 ქულაზეა მხოლოდ 3 მოსწავლეა 7-8 ქულაზე.
2017 -2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში იმატა მოსწავლეთა პასიურობამ გაკვეთილზე, აღარ
ასრულებდნენ საშინაო დავალებებს,
ეზარებოდათ საშინაო დავალებების მომზადება. რთულდება მოსწავლეების გაკვეთილით
დაინტერესება და მათი აქტიურად ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. ისინი თანდათან
შორდებიან საგანს და ზედაპირულად ეკიდებიან სასწავლო პროცესს. მე 8 კლასში ემატებათ ახალი საგნები; ფიზიკა
ქიმია, ბიოლოგია სამ.თვდაცვადა უსაფრთხოება მატულობს გაკვეთილების კვირეული
დატვირთვა ცხრილში , რთულდება პროგრამები ძირითად
საგნებში ეს ის მიზეზებია რაც მეტნაკლებად მოქმედებს მოსწავლეთა
შედეგებზე და აისახება მათ აკადემიურ მიღწევებზე , შემაჯამებელ
სამუაოებზე.
არსებული სიტუაცია,
სამწუხაროდ, შეინიშნებოდა მთელი პირველი სემესტრის მანძილზე. მოსწავლეთა უმეტესობა დაბალი აკადემიური
მოსწრებით გამოირჩევა, მათ არ გააჩნიათ სწავლისადმი არც შინაგანი და არც გარეგანი
მოტივაცია, რადგან არც დაწერილი ქულა აინტერესებთ და არც სადამსჯელო სანქცია არ არსებობს,
რეალური, რაც მათი ქცევის ცვლილებას გამოიწვევდა.
თავი II
ლიტერატურის
მიმოხილვა
მოსწავლეთა აკადემიური
მოსწრების მაჩვენებელია შეფასების სხვადასხვა ფორმები . საბაზო საფეხურზე განმსაზღვრელი შეფასება
აქტიურად გამოიყენება. რაც მეტად ცხადყოფს
მოსწავლეთა მიღწევებს ფრანგულ ენაში გაკვეთილის პროცსში მოსწავლეთა აქტიური ჩართვა აქტუალური საკითხია. მოსწავლეთა
ჩართულობას აფერხებს სხვადასხვა ფაქტორი . მასწავლებლები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ მოსწავლეთა აქტიურობისწასახალისებლად.
ბრიტანელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ე.წ. CLEAR მეთოდი, რომელიც თანამონაწილეობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების დიაგნოსტირებისა და მათ დასაძლევად რეკომენდაციების შემუშავების საშუალებასიძლევა.
ამ მეთოდის მიხედვით, მუშაობაში ეფექტურ და აქტიურ მონაწილეობას განსაზღვრავს 5 ფაქტორი(მეთოდის სახელწოდება სწორედ ამ ფაქტორთა აბრევიატურას წარმოადგენს:
Can do, Like to, Enebled to, Asked to, Responded to ):
1. Can do – მონაწილეებს შეუძლიათ მონაწილეობა (აქვთ სათანადო რესურსი, ცოდნა, გამოცდილება,უნარები);
2.
Like to – მონაწილეებს სურთ მონაწილეობა;
3.
Enebled to – არსებობს მონაწილეობის მექანიზმები;
4.
Asked to – ხდება მსმენელთა მობილიზება;
5.
Responded to – არსებობს უკუკავშირი (მოსწავლეები ხედავენ მონაწილეობის შედეგს).
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ თუნდაც ერთი ამ ფაქტორთაგანის არარსებობისას საგაკვეთილო პროცესშიმოსწავლეთა მონაწილეობა და ჩართულობა სრულყოფილი ვერ იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმაგაკვეთილის მართვისას აკონტროლოს აღნიშნული ფაქტორების უზრუნველყოფა გაკვეთილზე მოსწავლეთაწასახალისებლად.
· წინარე ცოდნა და საჭირო
რესურსები ეხმარება მოსწავლეს, ჩაერთოს გაკვეთილში;
· მოტივაცია სწავლა-სწავლების
პროცესში მოსწავლის ჩართულობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია;
· სწავლების
მეთოდები ის
მექანიზმებია, რომლებითაც ხდება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის
უზრუნველყოფა;
· მოსწავლეთა
ორგანიზება მოსწავლეთა
მობილიზების საშუალებაა;
· მოსწავლეთა
შეფასება ის
უკუკავშირია, რომელიც შეიძლება მოსწავლეთა ჩართულობის სტიმულად იქცეს.
მოსწავლის
მოტივაციის ზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. მოტივაცია იზრდება, როდესაც
მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და,
პირიქით, იკლებს, როდესაც მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის
განსჯა-შეფასებაა; მოტივაცია იზრდება მაშინაც, როდესაც მოსწავლე ხედავს დავალების
მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა
გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება, დაანახვოს კავშირი სკოლაში
მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარე ცხოვრებას შორის.
ჩართულობა, თანამედროვე
საგანმანათლებლო პროცესი მოსწავლეთა განსაკუთრებულ აქტიურობას მოითხოვს. ეს
გულისხმობს მათ აქტიურ მონაწილეობას არა მხოლოდ განათლების მიღების,
არამედ თანატოლთა სწავლების პროცესშიც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში
მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები
ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთ გაგებაში, უნარ-ჩვევების
დაუფლება-განვითარებასა და დამოკიდებულებათა ჩამოყალიბებაში, რაც თავისთავად
გულისხმობს გაკვეთილის პროცესში მათ მონაწილეობას.
სასწავლო მასალები და ტექნოლოგიები.
International Society for Technology in Education-ის მიხედვით, სწავლების
პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირებას ძლიერი პოზიტიური ეფექტი
აქვს მოსწავლეთა მიღწევებზე მხოლოდ მაშინ, თუ ეს პროცესი შესაბამისად
იქნება განხორციელებული. სწავლებაში ტექნოლოგიების წარმატებით
დასანერგად აუცილებელია: მასწავლებელთა ხარისხიანი
გადამზადება; სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დაცვა; მისი,
როგორც ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო მასალის ყოველდღიური გამოყენება;
თანამშრომლობითი სასწავლო გარემოს შექმნა და ა.შ (International
Society for Technology in Education, 2008.Technology and Student Achievement —
The ჳIndelible Link).
თავი III
3.1 საკვლევი კითხვების ფორმულირება
კვლევის მთავარი კითხვა იყო, თუ რა იწვევდა
საბაზო-საფეხურზე გაკვეთილზე მოსწავლეთა აკადემიური
მოსწრებისა და ჩართულობის ხარისხის დაქვეითებას. ინტერვენციები
და რეკომენდაციები ეფუძნება ისეთ კვლევებს, რომლებიც შეისწავლიან ფრანგული ენის
სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს საბაზო საფეხურზე.
საკვლევი პრობლემიდან გამომდინარე გამოვყევი
შემდეგი საკვლევი საკითხები:
რა გავლენას ახდენს სწავლების მრავალფეროვანი
მეთოდების გამოყენება მოსწავლეების ჩართულობაზე?
რა ინტერესები აქვთ მოსწავლეებს და როგორ
მოვახდინოთ საგაკვეთილო პროცესის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგება?
არის თუ არა სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტები მათთვის მისაღები შინაარსობლივი და იდეური თვალსაზრისით?
შეესაბამება თუ არა ტექსტები მათ ინტერესებსა და საჭიროებებს?
რამდენ ხანს ანდომებენ სახლში საშინაო დავალების შესრულებას და არის თუ არა
ეს დამღლელი
როგორია მათი თვითშეფასება ფრანგული ენის ცოდნაში?
როგორი გაკვეთილი იქნება მათთვის საინტერესო?
3.2 კვლევის მიზანი და
ამოცანები
ინტერვენციის დაგეგმვამდე საჭირო იყო
ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. კოლეგებს გავესაუბრე
ამ პრობლემასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი:
მოსწავლეები სწავლის
პირველ წლებში არ არიან დატვირთულნი, მასალა ადვილია ასათვისებლად, ამავე დროს
სასწავლი მასალა მცირეა, უხარიათ სწავლის პროცესი, ცდილობენ თავი გამოიჩინონ კარგი
სწავლით მასწავლებლებთან, ახლობლებთან, თანაკლასელებთან.
ხოლო წლებთან ერთად როცა მასალა რთულდება იზრდება სასწავლო მასალის მოცულობა,
რთულდება სასწავლო პროცესი, შემოდის ახალი გრამატიკული დროები, ტერმინები,
ლექსიკა, მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს უჭირთ ეროვნულ სასწავლო გეგმას დაეწიონ.
მე 8
კლასში ძირითად საგნებში უწევთ მეტი დროის გამოყოფა ვინაიდან რთულდება პროგრამები.
ასევე მე-8
კლასში ემატება ახალი საგნები; ქიმია,ბიოლოგია, ფიზიკის სახით სწორედ ამ საგნებში
აქვთ კატის გამოცდები მე-11 კლასში და საფუძვლიანად ცდილობენ დაეუფლონ
საბუნებისმეტყველო საგნებს რაც დროის დიდ ნაწილს მოითხოვს.
როცა მშობელმა არ იცის უცხოური ენა ვერ ეხმარება
შვილს დავალებების შესრულებაში, მოსწავლე ვერ უმკლავდება მარტო დავალების
შესრულებასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობებს იგი წყვეტს საგნის სწავლას.
მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის დაბალი
მაჩვენებელის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მოსწავლეთა გარდატეხის ასაკი, როცა
მოსწავლეებს სხვა ინტერესები უჩნდებათ და ნაკლებად აინტერესებთ სწავლა.
აღნიშნული
კვლევის მიზანია ფრანგული ენის გაკვეთილზე იმ მეთოდების დანერგვა, რომლებიც
გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხს, შექმნის მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული
საგაკვეთილო პროცესს და დაეხმარება მასწავლებელს და მოსწავლეეებს აკადემიური
შედეგების გაუმჯობესებაში.
კოლეგებთან
გასაუბრებით დადგინდა რომ იგივე მოსწავლეეი ნაკლები ინტერესით სწავლობენ არა მარტო
ფრანგულ ენას ასევე სხვა საგნებშიც დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ.
თავი IV
4.1 კვლევის მეთოდების განხილვა
მონაცემთა შეგროვების თვისებრივი (, ფოკუს-ჯგუფი,
ფოკუსირებული დაკვირვება) და რაოდენობრივი
მეთოდების( დახურული და ღიაკითხვები ანკეტირება)
გამოყენებით გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების
მოტივაცია მაღალია, თუმცა დაკვირვების შედეგად გამოჩნდა, რომ მათი ჩართულობა და
აქტიურობა ნაკლებია. ვინაიდან აღნიშნულ კლასებში ნაკლებად ვიყენებ სწავლების
სხვადასხვა ინტერაქტიულ სტრატეგიებს.
ინტერვენციის ეტაპზე თანამშრომლობითი
სწავლების სტრატეგიებზე დაყრდნობით შევიმუშავე ის მეთოდები რომლებიც დამეხმარება
მოსწავლეთა გაკვეთილზე ჩართულობის გაზრდაში. სწავლების თანამშრომლობით სტრატეგიები
მოიცავს მეტ ჯგუფურ, და წყვილებში მუშაობას, სწავლებას, ასევე მრავალფეროვან
აქტივობებს, ისტ-ის გამოყენებას და სიმულაციურ თამაშებს. რაც მთავარია, თითოეული
ეს აქტივობა პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს.
4.2 ჩარევის (ინტერვენციის) დაგეგმვა
გაანალიზებულ შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა შემდეგი ინტერვენციები:
Ø მოსწავლეების მხრიდან კითხვარების შევსების მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, დაიგეგმა ჯგუფური, წყვილებში მუშაობა 5
თვის განმავლობაში
Ø იქმნებოდა თანაბარი სიძლიერის ჯგუფები, რომლებშიც წარმატებული მოსწავლეები ეხმარებოდნენ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს;
Ø ტარდებოდა ჯგუფური სამუშაოები, რომლის დროსაც მოსწავლეები ერთად ამუშავებდნენ და აანალიზებდნენ უცხო ტექსტს ან გრამატიკულ დროს იყენებდნენ პრაქტიკული სავარჯიშოებში;
Ø ხდებოდა შედეგების ერთობლივი გაანალიზება და თვითშეფასება ასევე შემაჯამებელი დავალებების შეფასება;
Ø ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა მოსწავლეებთან სასწავლო წლის დამამთავრებელ ეტაპზე კვლევის ფარგლებში დაგეგმილი ინტერვენციების შეფასების მიზნით;
4.3 ინტერვენციების შედეგები და მათი ანალიზი
ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგები გამოიღო მთელი კლასისთვის. დაკვირვებამ აჩვენა, რომ როგორც წარჩინებული, ისე აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები, ინტერესით მუშაობდნენ ჯგუფურად, ადევნებდნენ თვალს ჯგუფური და წყვილებში მუშაობის განრიგს და აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჯგუფური მუშაობის პროცესში. ჯგუფური მუშაობის დროს ავლენდნენ კოლაბორაციის უნარებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს, და რაც მთავარია, ამას ხალისით აკეთებდნენ.
ჯგუფებში წარმატებულ მოსწავლეებს მიმაგრებული ჰყავდათ სუსტი მოსწავლეები, ან ისეთები, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო იმ დღეს მასალის სახლში დამუშავება ვერ მოასწრეს. მოსწავლეები მუშაობდნენ ერთად, აკეთებდნენ ტექსტის თარგმანს, უცხო
სიტყვების ლექსიკონში ჩაწერას, სწავლობდნენ უცხო სიტყვების მნიშვნელობას, აანალიზებდნენ გრამატიკულ დროებს, უსვამდნენ ერთმანეთს შეკითხვებს, იყენებდნენ ნასწავლ ლექსიკას საუბარში. ჯგუფური მუშაობა გრძელდებოდა მთელი
გაკვეთილის განმავლობაში. მომდევნო გაკვეთილზე საპასუხოდ გამოძახებული იყო სუსტი მოსწავლეები და, თუ ისინი ვერ უპასუხებდნენ რომელიმე შეკითხვას, მაშინ პასუხობდა მის ჯგუფში მომუშავე ძლიერი მოსწავლე.
დაკვირვებითა და მოსწავლეების
გამოკითხვით დადგინდა, რომ ჩატარებული აქტივობებით: ურთიერთდახმარებით ჯგუფური
მუშაობის დროს, ტესტირებებით, თვითშეფასებებით - მოტივაცია უმნიშვნელოდ მაგრამ ამაღლდა, მოსწავლეთა ჩართულობა
გაიზარდა სასწავლო პროცესში, შესაბამისად, სწავლის დონეც გაუმჯობესდა. ყოველივე ეს აისახებოდა მათ აკადემიურ მიღწევებზე
როგორც მიმდინარე ასევე შემაჯამებელ სამუშაოებში.
მონაცემთა შეგროვებამ და
შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ
აღწერითი
დაკვირვების დროს გამოვლინდა, რომ აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები არ არიან საგაკვეთილო პროცესში ჩართულნი, არ რეაგირებენ ყოველდღიურად დაწერილ დაბალ ნიშანზე, ეშინიათ მხოლოდ შემაჯამებელი წერების და ამ დროს ცდილობენ გადაიწერონ პასუხები, რათა აჩვენონ დამაკმაყოფილებელი შედეგები;
დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ასეთი მოსწავლეები ვერ აკეთებენ ტექსტების თარგმანს და უჭირთ გრამატიკული სავარჯიშოების შესრულება და, აქედან გამომდინარე, ვერ გებულობენ მასალას;
ღია და
დახურული ანკეტირების საფუძველზე გამოიკითხა 23 მოსწავლე. დადგინდა რომ:
Ø გაკვეთილი საინტერესოა როცა მასწავლებელი ისტ-ით გამდიდრებულ გაკვეთილს ატარებს მოსწონს 100%-ს
Ø მოსწავლეთა 20%-ს მოსწონს სახელმძღვანელო რომელსაც ვიყენებ გაკვეთილზე, 10%-ს არ მოსწონს, 20%-ის მნიშვნელობა არ აქვს სახელმძღვანელოს, დამატებითი სახელმძღვანელო კარგი იქნებოდა 50%.
Ø მოსწავლეთა 40% ისურვებდა შეესწავლა ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები და ისტორიული მოვლენები , ასევე კალსიკური ნაწარმოებების ადაპტირებული
ტექსტები
Ø საშინაო დავალების შესრულება 60%-თვის დამღლელია, საინტერესოა 20%, გაუგებარია
20%.
Ø ჯგუფური მუშაობის დროს ადვილად სწავლობს 70%, ურჩევნია დამოუკიდებლად მეცადინეობა 20%, არცერთი არ აირჩია 10%-მა.
Ø მოსწავლეთა 40%-თვის მთავარი ქულაა, მთავარი ცოდნაა 60%,
Ø დაბალი ქულების მიზეზად 40% მიიჩნევს სიზარმაცეს, რადგან მეცადინეობა ეზარება, 20% თვლის რომ არ აქვს საკმარისი უნარი ენის შესასწავლად, 15% სპორტზე და ცეკვაზე სიარულს ასახელებს25%.
.
Ø კითხვაზე შეაფასე საკუთარი თავი ფრანგულ ენაში 1-4 ქულით შეაფასა 10%-მა, 5-6 ქულით შეაფასა 25%-მა, 7-8 ქულით შეაფასა 25%-მა, 9-10 ქულით შეაფასა 25%-მა, თავის შეფასებაზე თავი შეიკავა 15%-მა.
Ø ფრანგული ენის გაკვეთილზე ჩამოთვლილი აქტივობებიდან რომელი აქტივობები იქნებოდა თქვენთვის საინტერესო? თამაშები 10%-მა, პრეზენტაციების მოწყობა და ფილმების ყურება 20%-მა, ჩამოთვლილი ყველა აქტივობა 70%-მა, არც ერთი აქტივობა არ უნდა 0%-ს.
ღია კითხვებში მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები. კითხვაზე რა ტიპის ლექსიკის შესწავლა გსურთ მოსწავლეებმა დაწერეს რომ სურთ, მეტი სასაუბრო მზა ფრაზების და სხვადასხვა თემის ირგვლივ სიტყვების შესწავლა დამატებით სახელმძღვანელოსთან ერთად. კითხვაზე როგორი ტიპის ტექსტები სურთ შეისწავლონ მოსწავლეებმა დაწერეს რომ სურთ სპორტზე, სპორტსმენებზე და თავგადასავლებზე, ცნობლი ადამიანებზე დამატებითი ინფორმაციის გაგება. კითხვაზე რატომ სურს ფრანგულის შესწავლა მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ მათ სამომავლოდ გამოადგებათ, უცხო ენა სამსახურის დაწყებაში, საზღვარგარეთ უცხოელებთან კომუნიკაციაში. იყო მოსწავლეები რომლებმაც ფრანგულის
წავლა ეზარებათ, არ აქვთ მოტივაცია,. ზოგი მიიჩნევს რომ არ სჭირდება, ან თავიდან დაწყება სჭირდება რადგან ვერ ეწევა სასწავლო პროცესს, თვლის რომ
ჩამორჩენილია. კითხვაზე როგორი გაკვეთილი იქნებოდა მათთვის საინტერესო მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ მათთვის საინტერესო იქნებოდა ფილმების ყურება და გარჩევა ფილმების, უცხოელი მასწავლებელი გაკვეთილზე, სხვა დამატებითი სახელმძღვანელო, სკოლის სახელმძღვანელოს გარდა, მასწავლებლის მიერ ერთიდაიგივე საკითხის რამდენჯერმე ახსნა, მეტი პრაქტიკული და მრავალფეროვნი აქტივობები.
აღნიშნული
აქტივობები, მართლაც შეესაბამება თანამედროვე სწავლების მოთხოვნებს, თუმცა მათი
ხშირი გამოყენება ვერ ხერხდება, რადგან წინასწარ
ჭირდება სასწავლო რესურსის მომზადება, რაც
დამატებით დროს დაფინანსურ ხარჯებს მოითხოვს. ამ მეთოდებით სწავლა ხდება
სახალისო და შემოქმედებითი პროცესი მოსწავლეთა მცირე ჯგუფებისთვის, უმრავლესობა კი
ელემენტარულ ცოდნასაც ვერ იღებს, პასიურად ზის გაკვეთილზე და არ არის ჩართული
სასწავლო პროცესში.
კითხვარი
მერვე კლასის მოსწავლეებისა და კვლევის შედეგები
კითხვა
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
|
1
|
ხედვათ თუ არა ფრანგული ენის სწავლების
აუცილებლობას
|
17
|
0
|
6
|
2
|
ენის შესწავლისათვის არის თუ არა რესურსების
მრავალფეროვნების უცილებლობა საჭირო(ისტ-ის გამოყენება, აუდიო-ვიდეო მასალა
ნახატები, სამაგიდო თამაშები)
|
18
|
0
|
5
|
3
|
საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულება არის თუ არა დამღლელი(გრამატიკული
სავარჯიშოები, პროექტების მზადება, თარგმანები)
|
9
|
8
|
6
|
4
|
ჩართული ხართ თუ არა საგაკვეთილო პროცესში
აქტიურად(ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაციებში მონაწილეობის მიღება, წყვილებში
მუშაობა)
|
20
|
0
|
3
|
კითხვარი მშობლებისთვის
კითხვა
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
|
1
|
რა სიხშირით
ამოწმებთ შვილის სასწავლო პროცესში ჩართულობას( ინფორმაცია აკადემიური მოსწრების
შესახებ, საშინაო დავალების შემოწმება)
|
4
|
2
|
6
|
2
|
არის თუ არა
ხელისშემშლელი ფაქტორები რაც ხელს გიშლით ჩაერთოდ ბავშვის სწავლების
პროცესში(ენობრივი ბარიერი, დრო, ოჯახური მდგომარეობა)
|
3
|
7
|
2
|
მშობელთა
კითხვარის პროცენტული მაჩვენებელი
თავი V
5.1
პროექტის ვადები
აქტივობა
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
პრობლემის
იდენტიფიცირება
|
X
|
||||
კვლევის სავარაუდო
გეგმის შემუშავება
|
X
|
||||
სამეცნიერო ლიტერატურის დეტალურად
გაცნობა და მიმოხილვა
|
X
|
X
|
X
|
X
|
|
მონაცემების
შეგროვება
|
X
|
||||
მონაცემების ანალიზი
|
X
|
X
|
|||
კითხვარის შედგენა,
დამუშავება
|
X
|
||||
კითხვარის შევსება
|
X
|
X
|
X
|
||
გამოკითხვა/თვითშეფასება
|
x
|
X
|
|||
მიღებული შედეგების
ანალიზი
|
X
|
X
|
|||
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა
|
X
|
X
|
X
|
||
ინტერვენციების განხორციელება
|
X
|
X
|
X
|
||
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
|
x
|
||||
პრეზენტაცია
სასაკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა
|
x
|
5.2 მიზნებები, რეკომენდაციები
კვლევის შედეგების ანალიზის მიხედვით შეიძლება ითქვას
რომ სასურველია შეიცვალოს სახელმძღვანელოები სადაც მოძველებული ტექსტებია
წარმოდგენილი რაც მოსწავლეებს უკარგავს სწავლისადმი ინტერესს, თემატიკა შერჩეული
უნდა იყოს მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. ასევე ლექსიკა უნდა იყოს თანამედროვე
რათა აქტიურად შეძლონ მოსწავლეებმა მისი პრაქტიკაში გამოყენება, სავარჯიშოები უნდა
იყოს უფრო მეტად ისე ორგანიზებული რომ მოსწავლებმა შეძლონ ნასწავლი მასალის
განმტკიცება. სახელმძღვანელოში უნდა იყოს უფრო მეტი სასაუბრო აქტივობები, რათა
მოსწავლეებს გაუადვილდეთ ნასწავლის ტრანსფერის უნარი, შეძლონ საჭიროებისამებრ
გამოიყენონ საუბარში ნასწავლი. სასურველია მეტი ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილების
ჩატარება, რაც საკმაოდ რთული განსახორციელებელია იმ პირობებში როგორშიც გვიწევს
მუშაობა. აკლია ჩვენ საკლასო ოთახებს კეთილმოწყობა ისტ-ით გამდიდრებული
გაკვეთილების ჩასატარებლად არ გვაქვს შესაბამისი საკლასო ოთახი უცხო ენის კათედრისთვის. სასურველია
ფრანგული ენის კაბინეტი აღჭურვილი იყოს პროექტორით და კომპიუტერით, რათა სხვა
კათედრების წევრებისთვის სამუშაო პროცესი არ იყოს ხელისშემშლელი. ისტით
გამდიდრებული გაკვეთილები ძალიან
შრომატევადი საქმეა. ამიტომ ამის გაკეთება ხშირად ვერ ხერხდება.
ასევე სასურველია
ჩატარდეს შიდა სასკოლო გამოცდა მე-9 კლასში ან დაშვებული იქნას სავალებულოდ მეორე
უცხო ენის გამოცდა საშუალო საფეხურზე.
5.3 კვლევის ნაკლოვანებები
ვფიქრობ კვლევა
ჩატარებულიყო 7-8-9 კლასებში ანუ საბაზო საფეხური მოეცვა მთლიანად. ვინაიდან ეს
კვლევა იყო პირველი ჩემთვის ნაკლოვან
მხარედ შეიძლება ჩაითვალოს კვლევისთვის განკუთვნილი ხანგრძლივი პერიოდიც
დასკვნა
კვლევაში გამოყენებული მეთოდიკა მიმართული იყო აკადემიური მოსწრების ამაღლებისაკენ მოსწავლეებში და ითვალისწინებდა ჩამორჩენილი მოსწავლეების ჩართვას სასწავლო პროცესში. ამ მხრივ კვლევამ დადებითი
შედეგები აჩვენა. განხორციელებული ქმედებებით ცოდნის დონე ამაღლდა, თუმცა ეს დაკავშირებული იყო მოსწავლეთა გარეგან მოტივაციაზე და ნაკლებად - შინაგანზე. მათი მიზანი ამ დროს კითხვარების შედეგები გახლდათ. ეს თავისთავად ამაღლებს ცოდნის დონეს, მაგრამ გამორიცხავს შემოქმედებითობას, კრიტიკულ აზროვნებას, ტექსტების ინტერპრეტაციის საშუალებას, პროექტებით სწავლებას, დისკუსიას, სწავლების ინოვაციურ მიდგომებს. ასეთ მეთოდებს მივმართავდი შედარებით იშვიათად, ძირითადად, ახსნისა და საშინაო დავალების გამოკითხვის ეტაპზე, რომლის დროსაც ჩართული იყო მოსწავლეთა მცირე ნაწილი.
შედეგებზე დაყრდნობით შევიმუშავე რეკომენდაციები,
რომლებიც დამეხმარება სწავლები მრავალფეროვანი მეთოდების ეფექტურად გამოყენებაში
და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაში.
კვლევის შედეგების და თვითონ კვლევის გაზიარება
კოლეგებთან დაეხმარება ჩემ კოლეგებს თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი
პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ასევე შეიმუშაონ მოსწავლეზე
ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნისთვის საჭირო სტრატეგიები.
ბიბლიოგრაფია
1. ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი.
„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული
წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf
2. ლობჯანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური
კვლევები“ ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3
მაისი. http://mastsavlebeli.ge/?p=281
3. გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ
კვლევებზე?“ / ციფრული რესურსიhttp://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201
4. ზურაბიშვილი თ. „თვისებრივი მეთოდები სოციალურ
კვლევაში“ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006 წ. http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173
5. წულაძე ლ. „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ
მეცნიერებებში“ თბ. 2008.http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf
6. გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა
მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014) მანანა
ბოჭორიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=1915
დანართი N1
მშობლის კითხვარი
მოგესალმებით! ფრანგული
ენის მასწავლებელი ნინო ბაღაშვილი ვატარებ კვლევას მე-8ა და მე-8ბ
კლასებში აკადემიური მოსწრების და გაკვეთილზე ჩართულობის გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგროც მშობლის მონაწილეობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია .თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია.
მოსწავლის სახელი და გვარი---------------------------------------------------------
- 1.რას აკეთებს თქვენი შვილი თავისუფალ დროს?(რა არის მისი ჰობი)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.?რომელი დამატებითი აქტივობით არის დაკავებული მოსწავლე(ცეკვა, სპორტი, და აშ.) ------------------------------------------------------------------------------------------------------
3.რა დროს უთმობს მოსწავლეფრანგული
ენის გაკვეთილის მომზადებას?
----------------------------------------------------------------------------------------------------------
4.რამდენად რთული ან მარტივია მისთვის გაკვეთილის მომზადება,(თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი)-
---------------------------------------------------------------------------------------------------------
5 ვინ და რამდენად ხშირად აკონტროლებს მოსწავლის მზაობას ფრანგული
ენის გაკვეთილისთვის?--
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------
6.რამდენად ხშირად ამოწმებთ საშინაო დავალების რვეულს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------
7.არსებობს თუ არა ბარიერი, რომელიც მშობელს ხელს უშლის სწავლის პროცესში მონაწილეობის მიღებაში?
• ენობრივი ბარიერი • მოუცლელობა ბავშვზე ზრუნვის გამო • ოჯახური პირობები • დრო • სხვა
---------------------------------------------------------------------------------------------
8.ხართ თუ არა ინფორმირებული თქვენი შვილის მიმდინარე აკადემიური მოსწრების შესახებ ფრანგულ ენაში.
ა)ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ)იშვიათად
9.თქვენი აზრით არის თუ არა თანხვედრაში თქვენი შვილის ცოდნა მიმდინარე აკადემიურ მოსწრებასთან.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-
- 10. რჩევა რომელიც შეიძლება გავითვალისწინო თქვენს შვილთან სწავლის პროცში. ------------------------------------------------------------
დანართი N2
1.თვლით თუ არა
რომ თქვენი განათლებისთვის ფრანგული ენა აუცილებელია
ა) დიახ
ორი უცხო ენის ცოდნა აუცილებელია
ბ) არ მსურს ენების სწავლა
გ)
აუცილებელია, მაგრამ მეზარება
2. თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე ფრანგული ენის გაკვეთილები უნდა ტარდებოდეს კვირაში
ა) 2- ჯერ
ბ) 3- ჯერ გ) ყოველდღე დ)სულ ერთია
3. თქვენთვის მთავარია ფრანგულ ენაში
ა)
ცოდნის მიღება
ბ) ქულა გ) სულ ერთია
4.ფრანგული ენის გაკვეთილზე როგორ
მუშაობას ანიჭებთ უპირატესობას?
ა)
ჯგუფური ბ) წყვილებში გ) ინდივიდუალური
5.ჯგუფური მუშაობის დროს
ა)ადვილად ვსწავლობ
ბ) მირჩევნია დამოუკიდებლად
გ)სულ ერთია
6.დავალების შესრულებას ვანდომებ
დაახლოებით
ა)ერთ საათს ბ)
ნახევარ საათს გ) არ ვასრულებ დ) გააჩნია თემას, 7. საშინაო დავალების შესრულება
ა)დამღლელია ბ)საინტერესოა გ)გაუგებარია
8. ადვილი და გასაგები
ტექსტებია ფრანგული ენის სახელმძღვანელოშო?
ა) დიახ ბ) არც ისე გ) რთული და გაუგებარია
9. ფრანგული ენის გაკვეთილზე ჩამოთვლილი აქტივობებიდან რომელი აქტივობები იქნებოდა თქვენთვის საინტერესო?
ა)თამაშები ბ) ფილმების
ყურება
გ) პრეზენტაციები
დ) ყველა
ერთად
ე)არცერთი
.10
სწავლისადმი ინტერსი გამიჩნდება თუ მასწავლებელი
1. ისტ-ით გამდიდრებულ
გაკვეთილებს ჩაატარებს
2. შემცირდება მოსწავლეთა რაოდენობა კლასში
3. ხშირად ვიმუშავებთ პროექტებზე
.11 რის შესწავლას ისურვებდით ხშირად
ფრანგული ენის გაკვეთილზე
1.ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიას და ისტორიულ მოვლენებს
2. გრამატიკულ საკითხებს
3კლასიკური ნაწარმოებების ადაპტირებულ ტექსტებს
4.ყველა ერთად
12 დაბალი ქულის მიზეზად
მიიჩნევთ
ა)სიზარმაცეს ბ) საგნისადმი უინტერესობას გ)დროის არ ქონა
13 შემაჯამებელი წერები მეხმარება
1.ცოდნის მობილიზირებაში 2. არაფერში 3. ნაწილობრივ
14. შეაფასეთ თქვენი თავი ფრანგულ ენაში
1.სრულყოფილად ვასრულებ დავალებებს
და ჩართული ვარ აქტიურად გაკვეთილზე დამოუკიდებლად შემიძლია ესსეებისა და პროექტებზე
მუშაობა, ინფორმაციის მოძიება და გაგება, ლექსიკონზე
მუშაობა. 9-10 ქ
2. არ მაინტერესებს და არ ვსწავლობ1-4ქ
3 ხშირად ვსაჭიროებ
დახმარებას მრავალჯერ საკითხის ახსნას მიძნელდება გრამატიკული საკითხების
შესწავლა, წინადადებების აგება,შესწავლილი
ლექსიკის გამოყენება 5-6 ქ
1. გააჩნია თემას რამდენად რთულია ან მარტივი ტექსტები, გრამატიკული დროები
თუმცა მიჭირს შესწავლილი მასალის გაკვეთილზე გამოყენება დიალოგების შექმნა როლური თამაშები
7-8ქ
.15 თქვენი რეკომენდაცია მასწავლებელს ( რა გაითვალისწინოს ფრანგული ენის გაკვეთილზე?)
-----------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------
16.რას შეცვლიდით ფრანგული
ენის შესწავლისას
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
17. რა სახის ლექსიკის შესწავლა გსურთ (მეტი სასაუბრო მზა ფრაზების და სხვადასხვა თემის ირგვლივ სიტყვების შესწავლა... ).
---------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------
18. როგორი ტიპის ტექსტები გსურთ შეისწავლოთ
კვლევის რეფლექსია
ჩემს
მიერ ჩატარებული კვლევის; „მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და მათი ჩართულობის ხარისხის გაუმჯობესობის გზების კვლევა ფრანგულ ენაში მე
-8 კლასში’’ მიზანი იყო დამედგინა მოსწავლეების დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზები და მომეხერხებინა ამ პრობლემის გადაჭრა. მიღებული შედეგი მეტნაკლებად დადებითია და გავაცანი გამარჯვების საჯარო სკოლის უცხო ენის კათედრის პედაგოგებს,. ასევე
ამ საკითხით დაინტერესებულ პედაგოგებსა და სკოლის დირექციას. კვლევა განხორციელდა 2018 სასწავლო წელს მე-8 ა , ბ კლასებში , გრძელდებოდა 5 თვის მანძილზე. კვლევა ჩატარდა როგორც თვისებრივი ,ისე რაოდენობრივი კვლევის გამოყენებით ,ინსტრუმენტებს კი წარმოადგენდა ფოკუსირებული დაკვირვება , ,ღია და დახურული ანკეტირება და კითხვარი. შედეგის მისაღწევად გამოყენებული იქნა ინტერვენციები რომლებიც კვლევის პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა. ინტერვენციების დაგეგმვამდე გავესაუბრე კოლეგებს, ვინც მათ ასწავლიდათ მე 8კლასში, მათ კლასის
ხელმძღვანელებს, მშობლებს ვთხოვე კითხვარის შევსება, სახლში გავატანე , რომ მშვიდ გარემოში აჩქარების გარეშე შეევსოთ. მოსწავლეთა გამოკითხვა, ანონიმური ღია და დახურული ანკეტირება ვაწარმოე წერილობითი ფორმით.
. ვიმუშავე ჯგუფებში, წყვილებში, ვთამაშობდით როლურ თამაშებს. ჯგუფური მუშაობის დროს , როდესაც დიფერენცირებულ დავალებებს ასრულებდნენ უფრო მეტი მოსწავლე ერთვებოდა სასწავლო პროცესში, რადგან დავალებები ცოდნის შესაბამისი იყო, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ასეთი მუშაობა ბევრ რესურს და გაკვეთილის წინა დღეს დიდ დროს მოითხოვს. 3. მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო ისტ–ით გამდიდრებული გაკვეთილები
კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის. დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა განახორციელონ. თუმცა ზოგი ცოტა ეჭვის თვალით უყურებს ამ პროცესების განხორციელებას , რადგან თვლიან რომ დროის უბრალო ხარჯვაა და ეს ალბათ სწავლის პროცესში ვერ დაეხმარებათ. ვისთვისაც კვლევის გაზიარება დადებითი იყო ,მიიჩნევენ რომ თვითონაც განახორციელებენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკის კვლევას.
ზოგი მოსწავლე ფიქრობს რომ თავიდან დაწყება სჭირდება , რადგან ვერ ეწევა სასწავლო პროგრამას. კითხვაზე როგორი გაკვეთილი იქნებოდა მათვის საინტერესო , მოსწავლეებმა აღნიშნეს რომ მათთვის საინტერესო იქნებოდა ისტ ით გამდიდრებული გაკვეთილები , ფილმების ყურება, გარჩევა, უფრო მეტი სასაუბრო ფრაზების შესწავლა, მრავალფეროვანი აქტივობები, როლური თამაშები. აღნიშნული აქტივობები , მართლაც შეესაბამება თანამედროვე სწავლების მოთხოვნებს. , თუმცა მათი ხშირი გამოყენება ვერ ხერხდება, რადგან წინასწარ სჭირდება სასწავლო რესურსის მომზადება, რაც დამატებით დროს მოითხოვს .ამ მეთოდებით სწავლა არის სახალისო და შემოქმედებითი, რაც მოსწავლეების უმრავლესობის გაკვეთილზე ჩართულობას უზრუნველყოფს.
პრევენციის მიზნით
და მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ვგეგმავთ მომავალი
სასწავლო წლისათვის ჩამოვაყალიბოთ სასკოლო კლუბი,
რაც ერთ -ერთი ფორმა იქნება ფრანგული ენის, მისი კულტურის უკეთ გაცნობისა. გაკვეთილების შემდეგ კლუბები, თავისი შინაარსით არაფორმალური განათლების ელემენტების შეთავსებას ახერხებენ და ამით ძალიან დადებით როლს შეასრულებენ მოსწავლეთა კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეში, თანაც ისინი უფრო დაინტერესდებიან ფრანგულის სწავლით.
ასევე საშუალება მიეცემათ მოსწავლეებს სხვადასხვა
პროექტები დაიგეგმოს და განხორციელდეს . ყოველივე ეს კი მოითხოვს უფრო მეტ დროს ვიდრე საგაკვეთილო პროცესი. კლუბური
მუშაობა ხელს შეუწყობს არა მარტო ფრანგული კულტურისა და ენის უკეთ შესწავლას, არამედ
მოსწავლეებს განუვითარებს კოლაბორაციულ უნარებს.
ვეცდები მნიშვნელოვნად
გავითვალისწინო მომავალი სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა მოთხოვნები და სურვილები შევიტანო მრავალფეროვანი დამატებითი
სახელმძღვანელოები, აქტიურად ჩავრთო სასწავლო რესურსების შექმნაში და გავაუმჯობესო ფრანგული ენის სწავლების ხარისხი.
No comments:
Post a Comment