Pages

სასწავლო რესურსი „ სახალისო ლოტო“

                                      სასწავლო რესურსი „ სახალისო ლოტო“
         
                          რესურსის გამოყენების ინსტრუქცია
სასწავლო რესურსი „ სახალისო ლოტო“ შევქმენი ჯგუფური მუშაობისთვის ფრანგული ენის სწავლების დაწყებით საფეხურის მოსწავლეთათვის, ეს არის სამაგიდო თამაში და გათვალისწინებულია ხუთი ჯგუფისთვის , რესური მოიცავს 30 სიტყვას ფირფიტებზე დახატულს და ეს ნახატები გადატანილია წებოვან ფურცლებზე თითოეული ფირფიტა მოიცავს 9 სიტყვას და მოჰყვება ნახატის შესატყვისი სიტყვის მართლწერა რათა მოსწავლეს გაუადვილდეს თვალით მეხსიერებით ამ სიტყვების დასწავლა -გამეორება,  ფირფიტებზე არსებული სამი ცარიელი უჯრა  და წებოვან ფურცლებზე მოცემული ნახატები საშუალებას გვაძლევს ადვილად გავამდიდროთ სიტყვათა მარაგი,  ლოტოს ტომარაში მოცემულია სიტყვები მოსწავლეები რიგრიგობით იღებენ ნახატს ტომრიდან ასახელებენ ხმამაღლა სიტყვას და თუ ეს სიტყვა მოცემულია მათი ჯგუფის ფირფიტაზე ადებენ ნახატს დაწერილ შესატყვისს, ამ თამაშის პრინციპია ახალი ლექსიკური ერთეულების შესწავლისას ამ სიტყვათა განმტკიცება და ასევე მათი წაკითხვა ეს რესურსი ანვითარებს როგორც მოსმენის ასევე კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარებს.




    
                                                     რეფლექსია
სასწავლო რესურსი „სახალისო ლოტო“ არის სამაგიდო თამაშისთვის განკუთვნილი, აღნიშნული რესურსის საშუალებით ყველა მოსწავლეს შეუძლია თანაბრად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში,ეს არის ჯგუფური მუშაობისას გამოყენებული ერთ-ერთი ეფექტური რესურსი  რაც ხელს უწყობს ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას ჯგუფებში, არის სახალისო და ერთდროულად ხელს უწყობს ზეპირმეტყველებისა და კითხვის  უნარების განვითარებას, სიტყვათა დასწავლა ამ რესურსის საშუალებით არ არის რუტინული და მოსაწყენი,  ზრდის მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას უმაღლებს მათ.
ჩემს მიერ შექმნილი რესურსი „სახალისო ლოტო“  შეუძლია  გამოიყენოს ინგლისურისა და რუსული ენის მასწავლებლებს, მოარგონ თავიანთ ჯგუფებს უცხო ენის სწავლების იგივე საფეხურზე,
 IIუცხ.დაწყ.(II)2.  IIუცხ. დაწყ(II).4.სიტყვების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა. ზეპირი მეტყველების სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
მე შევეცადე ასეთი ხერხით მეტად ამემეტყველებინა მოსწავლეები ვინაიდან შეძენილი ცოდნის გამოყენება უჭირთ სიმულაციური სიტუაციების გარეშე.

No comments:

Post a Comment