Pages

პროექტი



სასწავლო თემის ავტორი

ნინო ბაღაშვილი
რაიონი                                      

გარდაბანი
სკოლა

გამარჯვება
მოსწავლეთა ასაკი                                            

მე-10 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა

ორი კვირა
თემის დასახელება                             




ხუროთმოძღვრული ძეგლები -შთაგონების წყარო ფრანგულ და ქართულ ლიტერატურაში
თემის შინაარსი
მოსწავლეები ეცნობიან ვ. ჰიუგოს რომანს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ ასევე კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“-ს. სხვადასხვა წყაროდან ეცნობიან ამ ორი ისტორიული ძეგლის ისტორიას და ამ შესანიშნავი რომანების შთაგონების წყაროს . მოიძიებენ ინფორმაციას როგორც ლიტერატურული ასევე სამეცნიერო ისტორიული ლიტერატურიდან.  იყენებენ ინტერნეტ რესურსებს, ისტორიისა და ქართული ენის პედაგოგებთან გადიან კონსულტაციებს. ეცნობიან ლეგენდებს ამ მონუმენტების შესახებ. რა სახის არქიტექტურული ძეგლებია,  მათი ისტორიული მნიშვნელობა, რა ეპოქას ასახავს ლიტერატურული ნაწარმოებები როგორც ქართულ ასევე ფრანგულ ლიტერატურაში რა სახით გადმოიცა თანამედროვე მუსიკასა და კინოში ეს ლიტერატურული შედევრები. რა პრობლემატური და აქტუალური თემებია გაერთიანებული ამ ნაწარმოებებში  რა ცნობილი ხატოვანი გამონათქვამებია ამ რომანებში. მოსწავლეები ქმნიან სლაიდებს, კედლის გაზეთს.
პროექტის აქტუალობა




პროექტი აქტუალურია ვინაიდან ხდება მოსწავლეთა თვალსაწიერის გაღრმავება ასევე ახერხებენ ცოდნის ტრანსფერით ერთ სიტუაციაში ნასწავლს გამოყენებას სხვა სიტუაციაში,  იძიებენ ინფორმაციას კონკრეტულ მწერლებზე, ლიტერატურულ მიმდინარეობებზე ახდენენ კავშირს ორ მდიდარ კულტურას შორის. ეცნობიან ღირშესანიშნაობებს, ასევე იღრმავებენ ცოდნას ხელოვნების ისეთ დარგში როგორიცაა მუსიკა და კინო .  ამავდროულად მოსწავლეები იძენენ გამოცდილებას იყვნენ გიდები და შეძლონ მცხეთის , სვეტიცხოვლის შესახებ ტურისტებს მოუთხრონ საინტერესო ფაქტები, გააცნონ ჩვენი ქვეყნის კულტურის ეს ნაწილი ასახული მწერლობაში, გაავლონ პარალელი ფრანგულ კულტურასთან.
პროექტის მიზნები
მოსწავლემ შეძლოს დამოუკიდებლად მოიძიოს  შეაგროვოს ინფორმაცია, დაამუშაოს საკითხი, შეიმუშაოს თვალსაზრისი , დაადგინოს კავშირი ფრანგ და ქართველ  მწერალთა შთაგონების წყაროზე. გააცნოს და შეუთანხმდეს ჯგუფის წევრებს, ჯგუფთან ერთად მოამზადოს პრეზენტაცია. გააკეთოს პრეზენტაცია არსებულ საკითხთან დაკავშირებით კლასელების წინაშე.  აღმოაჩინოს  მსგავსება და განსხვავება ქართულსა და ფრანგულ კულტურას შორის როგორც ლიტერატურაში ასევე ხუროთმოძღვრულ ძეგლებში.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
1.წარმოადგენს ინფორმაციას ჯგუფში არსებულ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და ყვება როგორ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე.
2.მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას.  კედლის გაზეთს , სლაიდშოუებს, ან სხვა თვალსაჩინოებას
3.აანალიზებს იმ ფაქტორებს , რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა, ზეპირი გამოსვლისას, მასწავლებელთან ერთად სახავს ხარვეზის გამოსასწორებელ გეგმას.
4.ალაგებს მოძიებულ  ინფორმაციას სხვადასხვა ნიშნისა და მოვლენის მიხედვით.
პროექტისთვის საჭირო  ძირითადი


რესურსები
მხატვრული ლიტერატურა , კალამი,  თაბახი, ფორმატი,  ინტერნეტკავშირი, კომპიუტერი, მხ.ფილმი“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“
პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები
აქტივობა1. კლასი იყოფა სამ ჯგუფად. ნაწილდება დავალება , იწყება თემის ირგვლივ მუშაობა.  თითოეულ ჯგუფს აქვს სხვადასხვა დავალება. მწერლების ბიოგრაფია.  არქიტექტურული ძეგლების ისტორია,  აუდიო- ვიდეო მასალის მოპოვება  პერსონაჟების დახასიათება მოცემული მწერლების ხატოვანი გამონათქვამები.(1დღე)
2. ვირჩევთ პრეზენტატორს  კონკრეტული თემის ირგვლივ აქტიურად მუშაობენ ანაწილებენ ჯგუფის დავალებას, ამზადებენ ვიზუალურ ეფექტებს არსებული თემის ირგვლივ.(2დღე)
 3. ხდება კონკრეტული დავალების პრეზენტაცია. (2დღე)
 4. ფილმის ჩვენება. (1დღე)
საგნებთან კავშირი


ისტორია, ქართული , ხელოვნება , მუსიკა.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი


უცხ.ს.III. 12  Xკლ  მიმართ. კულტურათა დიალოგი   მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან. უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.
უცხ.ს.III 21 მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის კულტურულ რეალიებს. ამოიცნობს ხელოვნებისადა არქიტექტურის ნიმუშებს. ა.ოიცნობს ისტორიულ პირებს. მწერლებს.მათი მოღვაწეობის სფეროებს , ეპოქას დამსახურებას.
რეფლექსია
სასწავლო პროექტი „ხუროთმოძღვრული ძეგლები -შთაგონების წყარო ფრანგულ და ქართულ ლიტერატურაში“ მოხერხდა დასახული მიზნების მიღწევა . მოსწავლეებმა კარგად შეძლეს დავალებების გადანაწილება ინფორმაციების მოძიება , მაქსიმალურად გამოიყენეს სხვადასხვა რესურსები: სკოლისა და სოფლის ბიბლიოთეკები, ისტორიის , ქართული ენის პედაგოგების მიერ მიწოდებული ინფორმაციები, ინტერნეტრესურსები. შექმნეს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებული ვიზუალური მასალა , .შეძლეს დაელაგებინათ მოძიებული მასალები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით .  მწერლების მოკლე ბიოგრაფიის მიმოხილვა, არქიტექტურული ძეგლების ისტორია,  ცნობილი ხატოვანი გამონათქვამები. რომანების მოკლე სიუჟეტების აღწერა, მთავარი პერსონაჟების დახასიათება. შეძლეს ასევე პარალელების გავლება ორ კულტურას შორის.  ვფიქრობ რომ პროექტი წარმატებული იყო ყველა კომპონენტში, რადგან ყბელა აქტივობა ერთმანეთზე იყო გადაბმული და შინაარსობრივად დატვირთული მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ფილმით „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ ასევე მოეწონათ ცნობილი გაჰიტებული სიმღერა „Belle”  გაიგეს მისი შინაარსობრივი დატვირთვა და ისტორი. თუმცა გამოვყოფდი პროექტის სუსტ მხარეს რაც ენობრივ ბარიერში აისახებოდა და პრეზენტაციის დროს გასათვალისწინებელია სამომავლოდ გრამატიკული და ინტონაციების, მახვილების, დიქციის  მხრივ ხარვეზების გამოსწორება.
საბოლოოდ ამ სახის პროექტმა მოსწავლეებზე დადებითი შედეგი გამოიღო.  მათ გაიმდიდრეს ცოდნა როგორც ისტორიის ასევე ლიტერატურის  ასპექტში, გაიზარდა მათი თვალსაწიერი და ინტერესი  გაეცნონ ზოგადად უდიდესი კლასიკოსის  ვ.ჰიუგოს შემოქმედებას უფრო ღრმად.  ასევე დაინტერესდნენ სხვადასხვა გოთიკური ხელოვნების ნიმუშებით  რომელიც ამშვენებს საფრანგეთის სხვადასხვა კუთხეებს. და რაც მთავარია გაჩნდა სურვილი სხვადასხვა სახის პროექტების დაგეგმისა ფრანგულ ენაში.

No comments:

Post a Comment