ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო
რესურსი „სიტყვათა გვირგვინი“ შევქმენი მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის ფრანგულ
ენაში ამ რესურსის შექმნის მიზანია უცხო სიტყვათა დასწავლა და ზეპირმეტყველების
განვითარება,ასევე ლექსიკური მარაგის
გამდიდრება -განმტკიცება, აღნიშნული
რესურსი გამოიყენება წყვილებში მუშაობისას მოსწავლეები წყვილებში მუშაობისას იკეთენბენ გვირგვინებს სადაც
მოცემულია ნახატი და გვირგვინოსანი მოწაფე სვავს კითხვას სულიერია თუ უსულო?
ხილია? ცხოველია? დესერტია? რა ფერისაა?
და ასე შემდეგ მოსწავლე დასმული კითხვებზე პასუხით ასახელებს სხვადასხვა არსებით
სახელს სამჯერ და შემდეგ მეწყვილე ირგებს
იგივე როლს, სიტყვათა რაოდენობა განსაზღვრულია გაერთიანებულია სამი სხვადასხვა
თემის ლექსიკური ერთეულები მათ შორის ახალი სიტყვები ამ რესურსით ადვილად ხდება ახალი ლექსიკური
ერთეულების დასწავლა-განმტკიცება; ასევე
ხდება კონცენტრირება კონკრეტულ საკითხზე და მავალჯერადად კითხვათა
გამეორება ხელს უწყობს იმ სამეტყველო უნარების განვითარებას რაც საჭიროა უცხო ენის
შესწავლისას.
რეფლექსია
რესურსი „ სიტყვათა გვირგვინი“ შევქმენი
მეხუთეკლასის მოსწავლეებისთვის და მრავალჯერადი გამოყენებისაა
,რესურსი სრულ თანხმობაშია
ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებთან. განუვითარდეს ძირითადი
საკომუნიკაციო უნარები. (მოსმენა, ლაპარაკი, წერა , კითხვა ,კულტურათა დიალოგი) IIუცხ.დაწყ.(II)2. IIუცხ. დაწყ(II).4.სიტყვების გარკვევით და
შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით წარმოთქმა. ზეპირი მეტყველების
სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
კონკრეტული რესურსი როგორც ავღნიშნე მრავალჯერადი გამოყენებისაა,
სტანდარტით განსაზღვრულ რამდენიმე საკითხის შესწავლისას გამოიყენება კერძოდ
ფერების შესწავლის დროს თვისებითი ზედსართავის შესწავლისას ასევე არსებითი
სახელების შესწავლისას(სასწავლო ნივთები, ცხოველები,ხილი , პროფესიები და
სხვა); რესურსი ეფექტურია მოსწავლის
ლექსიკური მარაგის გამდიდრებისთვის შეიძლება გამოიყენოს ინგლისური ენის
მასწავლებელმა ენის სწავლების დაწყებით საფეხურზე, ასევე რუსული ენის
მასწავლებელმა სამეტყველ უნარების სწავლისას, ასევე ქართული ენის მასწავლებელმა
პირველ კლასში სამეტყველო უნარების განვითარებისა და დახვეწის მიზნით,მე შევეცადე
ასეთი ხერხით მეტად ამემეტყველებინა მოსწავლეები ვინაიდან შეძენილი ცოდნის
გამოყენება უჭირთ სიმულაციური სიტუაციების გარეშე
No comments:
Post a Comment