სასწავლო პროექტი
სასწავლო თემის ავტორი
|
ნინო ბაღაშვილი
|
რაიონი
|
გარდაბანი
|
სკოლა
|
გამარჯვება
|
მოსწავლეთა ასაკი
|
მე-5 კლასი
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
სამი თვე (იანვარი,თებერბვალი, მარტი )
|
თემის დასახელება
|
„კომბლეს მოგზაურობა შარლ პეროს ზღაპრებში“
|
თემის შინაარსი
|
მოსწავლეები იხსენებენ „წითელქუდას“ „ჩექმებიანი კატის“ „კონკიის“ „ცეროდენას“
შინაარსს შევახსენებ რომ ამ ცნობილი ზღაპრების ავტორი ფრანგი მეზღაპრე შარლ პეროა
. მოიძიებენ ინფორმაციას ავტორის შესახებ
და წაიკითხავენ მის ცნობილ ზღაპრებს . იყენებენ ინტერნეტ რესურსებს, სკოლის ბიბლიოთეკას
. მოსწავლეები ქმნიან სლაიდებს, თვითნაკეთ
წიგნს სადაც წარმოდგენილია ამ ზღაპრების ადაპტირებული ვარიანტები ფრანგულ ენაზე თავისი
ლექსიკონებითა და ილუსტრაციებით
|
პროექტის აქტუალობა
|
პროექტი აქტუალურია ვინაიდან მოსწავლეები აქტიურად ჩართულნი არიან მის
განხორციელებაში და გარდა ენობრივი უნარ-ჩვევებისა მათ უვითარდებათ სოციალური უნარები
, კომუნიკაბელურობა, ქმნიან სასწავლო რესურსს, ასევე ხდება მოსწავლეთა თვალსაწიერის გაღრმავება ასევე
ახერხებენ ცოდნის ტრანსფერითა და როლური თამაშებით ერთ სიტუაციაში ნასწავლის გამოყენებას
სხვა სიტუაციაში, იძიებენ ინფორმაციას კონკრეტულ
მწერალზე , სწავლობენ ცნობილი ზღაპრის პერსონაჟების
სახელებს ფრანგულ ენაზე.
|
პროექტის მიზნები
|
თანამშრომლობითი უნარების განვითარება
,შეძენილი ცოდნის გამოყენება,მოსწავლემ შეძლოს დამოუკიდებლად მოიძიოს შეაგროვოს ინფორმაცია, დაამუშაოს საკითხი, შეიმუშაოს
თვალსაზრისი , დაადგინოს კავშირი ფრანგულ და ქართულ ზღაპრების მორალში. გააცნოს და შეუთანხმდეს ჯგუფის წევრებს, ჯგუფთან
ერთად მოამზადოს პრეზენტაცია. გააკეთოს პრეზენტაცია არსებულ საკითხთან დაკავშირებით
კლასელების წინაშე. აღმოაჩინოს მსგავსება და განსხვავება ქართულსა და ფრანგულ
კულტურას შორის .
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
|
მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ
მასალას. სლაიდშოუებს,
ილუსტრირებულ ლიტერატურას. ხდება ენობრივ
-კულტურული გამოცდილების გამდიდრება გამოუმუშავდეს მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის
უნარ-ჩვევები
|
პროექტისთვის საჭირო ძირითადი
რესურსები
|
მხატვრული ლიტერატურა , კალამი, ფანქრები, თაბახი, ფორმატი, ინტერნეტკავშირი, კომპიუტერი,
|
პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები
|
მოსწავლეები
ეცნობიან ქართულად ცნობილი ფრანგი მეზღაპრის შარლ პეროს ბიოგრაფიას, ასევე ქართულად
კითხულობენ მისი ცნობილი ზღაპრები მსჯელობენ
ზღაპრების მორალზე და პარალელებს ავლებენ მათ მიერ ნაცნობ იგივე შინაარსის მქონე
ზრაპრების სხვადასხვა ვერსიებთან
მათ
ნახეს ნაცნობი ზრაპრების ანიმაციური ფილმები
ფრანგულ ენაზე
შეისწავლეს
შესაბამისი ლექსიკური ერთეულები
შეადგინეს
ამ ზრაპრების გამარტივებული ვერსია და აკინძეს წიგნად „შარლ პეროს ზღაპრები“ თანატოლთათვის
შექმნეს
სლაიდები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით
ითამაშეს
სპექტაკლი „კომბლეს მოგზაურობა შარლ პეროს ზღაპრებში“
|
საგნებთან კავშირი
|
ქართული
|
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ეს პროექტი საშუალებას იძლევა ენის სწავლების სამივე მიმართულების გაშლას,განაკუთრებით
ინტერკულტურას- II უცხ.დაწყ.(II )10.-თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად სხვადასხვა
ტიპის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება
|
რეფლექსია
|
სასწავლო პროექტ „ სტუმრად შარლ პეროს ზღაპრებთან“ მოხერხდა დასახული
მიზნების მიღწევა . მოსწავლეებმა კარგად შეძლეს დავალებების გადანაწილება ინფორმაციების
მოძიება , მაქსიმალურად გამოიყენეს სხვადასხვა რესურსები: სკოლისა და სოფლის ბიბლიოთეკები, ინტერნეტრესურსები.
შექმნეს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებული ვიზუალური მასალა , .შეძლეს დაელაგებინათ
მოძიებული მასალები სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით . შეძლეს
ასევე პარალელების გავლება ორ კულტურას შორის.
ვფიქრობ რომ პროექტი წარმატებული იყო ყველა კომპონენტში, რადგან ყველა აქტივობა
ერთმანეთზე იყო გადაბმული და შინაარსობრივად დატვირთული მოსწავლეები განსაკუთრებით
დაინტერესდნენ სპექტაკლზე მუშაობით „კომბლეს მოგზაურობა შარლ პეროს ზღაპრებში“ სპექტაკლი
გაჯერებული იყო ფრანგული ლექსებითა და შესწავლილი
სიმღერებით ასევე მოეწონათ ანიმაციური ფილმები
ფრანგულ ენაზე. უხაროდათ როცა იგებნენ მულტფილმში დიალოგების შინაარსს. თუმცა გამოვყოფდი პროექტის სუსტ მხარეს რაც ენობრივ
ბარიერში აისახებოდა და პრეზენტაციის დროს გასათვალისწინებელია სამომავლოდ გრამატიკული
და ინტონაციების, მახვილების, დიქციის მხრივ
ხარვეზების გამოსწორება.
საბოლოოდ ამ სახის პროექტმა მოსწავლეებზე დადებითი შედეგი გამოიღო. მათ გაიმდიდრეს ცოდნა როგორც ენობრივად ასევე ლიტერატურის
ასპექტში, გაიზარდა მათი თვალსაწიერი და ინტერესი გაეცნონ ზოგადად ფრანგულ ლიტერატურას უფრო ღრმად. ასევე დაინტერესდნენ სამომავლოდ კვლავ გაითამაშონ
სპექტაკლი ვინაიდან როლური თამაშების მორგება სახალისოსა და შედეგიანს ხდის ზეპირმეტყველების
განვითარებაში და რაც მთავარია გაჩნდა სურვილი
სხვადასხვა სახის პროექტების დაგეგმისა ფრანგულ ენაში.
|
პროექტის ავტორი
|
ნინო ბაღაშვილი
|
No comments:
Post a Comment