Pages

ფრანგული ენის მოყვარულთა კლუბი


 გამარჯვების საჯარო სკოლის ფრანგული ენის მოყვარულთა კლუბი  2018-2019 ს.წ.
1.კლუბის ლოგო

კლუბის სახელწოდება:  Ma France… „მა ფრანს“
კლუბის დევიზი :  Un pour tous, tous pour un   Alexandre Dumas
                       ერთი ყველასათვის ყველა ერთისათვის“ ალ. დიუმა

კლუბის შემადგენლობა:
კლუბის წევრები - VIII, IX, X, XI,კლასები
კლუბის ლიდერი: ლუკა ფანჯაკიძე
კურატორი პედაგოგი: ნინო ბაღაშვილი
კლუბ ლა ფრანსის წესდება
1.1 კლუბი Ma France არის  არაფორმალური ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ თავი II მუხლი 14-15-16, თავი X მუხლი 48- პუნქტის თანახმად.
1.2 კლუბის პრეზიდენტი არჩეული უნდა იქნას 1 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით. კლუბის წევრთა მიერ კლუბის პრეზიდენტის გადაყენება შესაძლებელია პირადი განცხადებისა და წევრთა გადაწყვეტილების საფუძველზე.
1.3 კლუბი აწევრიანებს გამარჯვების საჯარო სკოლის მე-8, მე-9 , მე-10, მე-11, კლასის მოსწავლეებს, ნებაყოფლობის საფუძველზე.
1.4 კლუბის წევრების მსურველები ავსებენ განაცხადს
1.5 კლუბს აქ საკუთარი სახელი და ლოგო
1.6 კლუბის წევრები იკრიბებიან კვირაში ერთხელ მათთვის სასურველ დროს არასაგაკვეთილო პროცესისას.

კლუბის მიზნები
გამარჯვების საჯარო სკოლის ფრანგული ენის მოყვარულთა კლუბი    „ მა ფრანსი“ დაფუძნებულია ფრანგული ენის მასწავლებლის ნინო ბაღშვილის მიერ და აერთიანებს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს მათივე ნება-სურვილისა და განცხადების საფუძველზე.
                                               არსებული კლუბის მიზნებია:
 1. მოსწავლეების დაინტერესება საგნის კერძოდ, ფრანგული ენის სიღრმისეული შესწავლით ესგ–ს შესაბამისად.
 2. მოსწავლეთა ფრანგული ენის  გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოყენება.
3. საფრანგეთის კულტურის,  ისტორიის, ტრადიციების სიღრმისეულ  გაცნობა და პრაქტიკაში ამ ცოდნის გადმოტანა.
4. ჩაატაროს სალონური ტიპის ლიტერატურული საღამოები.
5. კონფერენციებში, სემინარებსა და დისკუსიებში მოსწავლეთა ჩართულობა და მათი აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბება.
6.მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
7. ფრანკოფონულ ღონისძიებებში მონაწილეობა: მათ შორის გასვლითი ღონისძიებები მაგ: ალ.დიუმას სახ. მედიათეკა, ფილმის ჩვენება ფრანგულ ინსტიტუში და სხვა.
8. .      დაეხმაროს მოსწავლეს ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
9.კლუბში მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარება მომავალი წარმატებული ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაფრანგული ენის მოყვარულთა  კლუბის მოღვაწეობის პრინციპები
ფრანგული ენის  კლუბის მოღვაწეობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: კანონიერებას, ჰუმანიზმს, კეთილსინდისიერებას, სოციალურ სამართლიანობას; დამოუკიდებლობას,  კოლეგიალურობას.

რა მიმართულებით მუშაობს კლუბი:
სასკოლო ფრანგული ენის მოყვარულთა კლუბი ძირითადად  2  მიმართულებით მუშაობს:
1-
მიმართულება არის კლუბის წევრების თვითგანვითარება
მოსწავლეები იძენან თეორიულ ცოდნას გადასაჭრელ პრობლემებთან დაკავშირებით ისინი აგროვებენ ინფორმაციას გამოვლენილი პრობლემის შესახებ,მედიის ,გამოკითხვის ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მოძიების საშუალებით.
(
მასტერკლასებით, თანასწორგანმამათლებლობით)
2-
მიმართულება გადასაჭრელ პრობლემებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმულობის გაზრდაა,კლუბის წევრები,პროექტის პრაქტიკულად განხორციელების პროცესში,თანამშრომლობენ დაინტერესებულ პირებთანდა უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას,პროექტზე მუშაობისას საზოგადოების ამგვარი ჩართულობა ხელს უწყობს საზოგადოების წევრების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას,გარდა ამისა ,კლუბის მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა ,პროექტებმა მოსახლეობას საზოგადოებრივი საქმიანობის მნიშვნელობა დაანახოს და შეცვალოს მათი დამოკიდებულება ყოველეივე ეს ხელს უწყობს
სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას
კლუბის სამუშაო გრაფიკი
კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ. კლუბის საბჭო ვალდებულია გამოაკრას თვალსაჩინო ადგლას კლუბის მუშაობის განრიგი და შეხვედრის ადგილი, წინასწარ შეადგინოს სამუშაო გეგმა კურატორთან ერთად.

კლუბ   Ma France-ის სამოქმედო გეგმა ერთი წლის მანძილზე.

თარიღი
სხდომები
შენიშვნა
28.09
კლუბის დაარსება
.კლუბის მიზნებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა- დამტკიცება
განცხადების ფორმის შევსება.
კლუბის ლოგო, სახელწოდების, დევიზის შექმნა ლიდერის არჩევა
8.10
მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია: ფრანგი განმანათლებლები
მონაწილეთა მოხსენებები.
კედლის გაზეთის შექმნა
20.11

 გ.აპოლინერის 100წლის იუბილე
ლიტერატურული სალონის გახსნა
მე-20 საუკუნის ფრანგი სურეალისტები და ქართველი პოეტები
პოეზიის საღამო
24.12
შობა-ახალი წლის ტრადიციები საფრანგეთში
სადღესასწაულო კარნავალი
18.01
შემეცნებითი ექსკურსია ფრანგულ მედიათეკაში
ფრანგული პროზის გაცნობა
15.02
პროექტი: ჩემი საფრანგეთი
საფრანგეთის რეგიონების წარმოჩენა
4.03
 ქალთა დღე
გავაცოცხლოთ ისტორია ეროვნული გმირები: ჟანა დარკი,  მაია წყნეთელი
15.04
ფრანკოფონიის დღეები
ფრანგული ენის კვირეული
24.05
პროექტი:  ფრანგები საქართველოში
მარი ბროსე დასაქართველო
ფრანგი მოგზაური- ჟან შარდენი
10.06
შემაჯამებელი სხდომა
კლუბის ანგარიშის განხილვა.

კლუბში წევრობის განაცხადი
სახელი გვარი:———————————————————————————————————————————————————–
კლასი :—————————————————————————————————————————————————————–
ასაკი:——————————————————————————————————————————————————————-
საკონტაქტო ინფორმაცია:—————————————————————————————————————————————————
(
მისამართი,ტელეფონი,ელფოსტა)
ჩემი ინტერესები:——————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————–
რატომ არის მნიშვნელოვანი სასკოლო სამოქაკლაქო კლუბში მუშაობა ,რას მოელი ამ საქმიანობისგან———————————————————————————————————————————————————–
————————————————————————————————————————————————————————
————————————————————————————————————————————————————————
————————————————————————————————————————————————————————
თარიღი:





No comments:

Post a Comment